19:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 11:04:50, 641 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა

"შეხვედრები მქონდა გერმანიასა და სლოვაკეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა",-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. მისივე განმარტებით, ესაა პროცესები, რომლებიც  მიმდინარეობს და აუცილებლად წარმატებით დასრულდება:

"ლიბეს კომიტეტი დღეს განიხილავს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ამ კომიტეტში ჩვენი საკითხი განხილული იქნა ივლისში, სადაც პოზიტიური შეფასება დააფიქსირეს საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა განხორციელებული რეფორმით, ასევე იმ ნაბიჯებით, რომელიც გადაიდგა მას შემდეგ, რაც  რეპორტი მომზადდა საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თთქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ამიტომ,   ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები უფლებას მიიღებენ, მოკლევადიანი ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში ტურისტული მიზნებისთვის,  ბიზნესის მიზნებისთვის და ეს იქნება ხელშეწყობა სოფლის მეურნებისთვისაც",-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტი  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics