|
2016-09-04 12:52:23, 898 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიის მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებიდან ოქრიაშვილსა და ყაზაიშვილს გამოვყოფდი
„დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა მარსელ კოლერმა და იულიან ბლაულგარდლინდტერმა ხვალინდელი მატჩის წინ ჟურნალისტებისთვის პრესკონეფერნცია გამართეს. მარსელ კოლერის განცხადებით, საქართველოს ნაკრები საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. „ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. თქვენი ნაკრებიდან განსაკუთრებით თორნიკე ოქრიაშვილსა და ვალერი ყაზაიშვილს გამოვყოფდი. ჩვენი მიზანია, რომ 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ“,-განაცხადა კოლერმა. ამასთან, ავსტრიის ნაკრების ახალმა კაპიტანმა აღნიშნა, რომ იმისთვის რათა ავსტრიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს აუცილებელია მათ გასვლის თამაშებში ქულები მოაგროვონ. ცნობისთვის, ხვალ 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ავტრიის ნაკრების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)