|
2016-09-03 10:39:30, 779 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ეწვივნენ
შსს-ს აკადემიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მირანდა ხაბაზმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დიპლომატიურ კორპუსს შსს-ს აკადემიაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. სტუმრებისთვის სპეციალური პრეზენტაციაც მოეწყო, სადაც შსს-ს აკადემიის მისია, სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უცხოელმა დიპლომატებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს, ასევე, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების დემონსტრირებას და საგანგებო სიტუაციების დროს მასების მართვის სიმულირებულ წვრთნებს დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)