17:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 16:38:41, 605 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატოbის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის საარჩეევნო შტაბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანდიდატი ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

„ჩემს საარჩევნო კამპანიის ფორმატში არ შედის ოპონენტების ლანძღვა და მათი პოლირტიკური წარსულით მანიპულირება, რადგან ოპონირების ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია. ყველა კანდიდატს რომელიც კენჭს ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში იყრის საკუთარი თავის წარმოსაჩენად სატელევიზიო დებატებს ვთავაზობ, მზად ვარ ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში დავჯდე და ჯანსაღი კონკურენციის ფორმით ვიკამათოთ ყველა იმ საკითხზე, რომლითაც ისინი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. მე მაქვს სუფთა წარსული და საქმის კეთების დიდი გამოცდილება. სურვილი მაქვს ასევე სუფთად გავაგრძელო პოლიტიკური მოღვაწეობა და ის გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე დამიგროვდა ჩემს ქვეყანაში საქმის კეთებას მოვახმარო. ყველა ჩემს ოპონენტს ვთხოვ მიიღონ ეს გამოწვევა და საჯაროდ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. ველოდები თქვენგან გამოხმაურებას, რადგან იმედი მაქვს ჩვენს ამომრჩეველს მისცემთ იმის საშუალებას, რომ 8 ოქტომბერს გადაწყვეტილება გააზრებულად და შესაბამისი ანალიზის შედეგად მიიღონ", - ნათქვამია განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics