|
2016-09-02 15:31:03, 700 ნახვა
პოლიტიკა
,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. დეპუტატობის კანდიდატებმა ექიმებს საკუთარი პროგრამა და ხედვები გააცნეს, მანდატის მოპოვების შემთხვევაში კი, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ყურადღება გაამახვილა საავადმყოფოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო პროგრამები განხორციელდა. ,,ჩვენი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ვისაუბრეთ საკუთარ ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა, c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ადამიანებს უფინანსდებათ და უკეთდებათ სიცოცხლისთვის საჭირო ძვირადღირებული ოპერაციები. ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაფასებულები, რათა ყოველთვის იზრუნონ ჩვენი თანაქალაქელების ჯანმრთელობაზე. თანამედროვე რუსთავის მშენებლობაში მათი, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლების ხედვები უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ. (NS)
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)