|
2016-09-02 15:17:18, 645 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო ინტელექტუალური ფესტივალის ღია თასი ტარდება
2-4 სექტემბერს, თბილისი, ინტელექტუალური ფესტივალის „რა? სად? როდის?“ პირველ საერთაშორისო ღია თასს მასპინძლობს. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერანსში“, ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან, ერთად დაესწრო. დავით ნარმანიამ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. „მას შემდეგ, რაც გასულ წელს წარმატებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში, საფუძველი ჩაეყარა ფესტივალის თბილისში ყოველწლიურად ჩატარების ტრადიციას. ფესტივალის ჩვენს დედაქალაქში გამართვა მნიშვნელოვანია განათლების და, საერთოდ, ქალაქის პოპულარიზაციისთვის, რადგან ჩამოდის ბევრი უცხოელი მონაწილე და ფესტივალში მონაწილეობის გარდა ეცნობა ქალაქს. თბილისის მერია აღნიშნულ პროექტს მხარს ყოველწლიურად დაუჭერს“ - განაცხადა თბილისის მერმა. ფესტივალში 14 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე მონაწილეობს. მერიის ინფორმაციით, საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 25 გუნდი დაიცავს. მათ შორის, დავით რაფავას, გიორგი ბაქრაძის, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავას და ალექსანდრე თარხან-მოურავის ნაკრები. ფესტივალის გამარჯვებული მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ჩემპიონატი 11-13 ნოემბერს სომხეთში გაიმართება. საერთაშორისო ინტელექტუალურ ტურნირს, 4 სექტემბერს, ნიკო ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)