17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 13:27:14, 679 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე სტალინის 5 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ  ამომრჩეველს  ქალაქის  განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. მათ შორის აღინიშნა, რომ  მომავალ წელს სტალინის 5 ნომერში  დასვენებისა და გართობის მინი პარკი მოეწყობა, რაც ადგილობრივების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.

„მე ვპირდები ჩემს გორელებს, რომ მანდატის მოპოვების  შემთხვევაში, ჩვენ გვექნება  უწყვეტი კომუნიკაცია, რომელიც  ქალაქის კეთილმოწყობის ფუნდამენტად იქცევა. მე არ მსურს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რადგან მე ვარ ჩემი ამომრჩევლის მსახური და მათი პრობლემების დროულად მოგვარების გარანტი“,-აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  სოფელ კვარხეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე  სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

თემურ ხუბულურის თქმით,აღნიშნული სოფლის განვითარების გეგმის შესრულებას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს.

„მოსახლეობას აღარ ექნებათ ბავშვების  ბაგა- ბაღში მიყვანის პრობლემა. უახლოეს მომავალში სოფელს საკუთარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ  ხუბულურმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics