03:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:46:08, 761 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, ოჯახს ბოლო ორი თვის განმავლობაში მსჯავრდებულთან კონტაქტისა და მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდა.

სამინისტროს ცნობით, ოთარ ვარამაშვილს  ხანმოკლე პაემანი ბოლოს ჰქონდა დედასთან მიმდინარე წლის 12 აგვისტოს. 

რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, სამინისტრომ თავის განცხადებაში ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ვარამაშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს.  დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს  დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics