|
2016-09-01 18:41:02, 782 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი კირიხლოს, დაშტაფასა და წითელ სოფელის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ კირიხლოს, დაშტაფასა და წითელ სოფელის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, დაიგო გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც არასდროს ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარეგანათებით უზრუნველყოფა“,-განაცხადა რუსლან გაჯიევმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა. „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)