16:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:15:07, 589 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია

პარტია „მრეწველობა გადააარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრ სფეროში მიაღწია წარმატებას.

ტყემალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკრეტული მაგალითები მოიყვანა:

„4-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებას დიდი შეცდომა არ დაუშვია. რაც შეეხება დიდ მიღწევებს - ასეთი ძალიან ბევრი იყო. თუნდაც, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, დღეს აღარ ხდება ისეთი უსამართლობა, რასაც წინა ხელისუფლების დროს ქონდა ადგილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, სამართლიანობა აღდგა. გარდა ამისა, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ჯანდაცვის სფეროში. ადამიანს არ ქონდა საშუალება ემკურნალა. დღეს კი, მეტ-ნაკლებად ყველას აქვს საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლოს. ბევრი რამ გაკეთდა პრესისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხის ასამაღლებლად. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს ოთხ ტელეარხს შეეძლო ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა - „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და გარკვეულწილად, „მაესტროს“. დღეს 40-ზე მეტი სატელევიზიო არხია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ჩვენი მმართველობის დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დონე მკვეთრად გაიზარდა. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების დროს, პროკურორის მოთხოვნა 99%-ით კმაყოფილდებოდა“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

 

ინტერვიუ ზურაბ ტყემალაძესთან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics