01:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:11:22, 717 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება

ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, მაიაკოვსკის სკვერში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება. რაც შეეხება მორატორიუმის ხანგრძლივობას, თბილისის მერის განცხადებით, მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება შემოღებული.

„მორატორიუმი, რაც ჩემი მხრიდნ იყო გამოცხადებული, გაგრძელდება. მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ხეების მოჭრას, ის არ ეხება ხეების ფორმირებას და არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა. მასზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებზე  ფართო საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, მერია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics