|
2016-08-31 18:07:46, 722 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის 4 წლიანი საქმიანობის საანგარიშო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას ასევე აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ნუგზარ სურმანიძემ მინისტრის რანგში ბოლო ანგარიში წარუდგინა მათ. დღეიდან ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. იგი წარგენილია ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს მიერ ქ. ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში აჭარის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადატად. "დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში მოვისმინეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ბევრი რამ გაკეთდა ამ სფეროში. არ შეიძლება ამის არდანახვა. ის ძალიან ეფექტური მენეჯერია. არჩევის შემთხვევაშიც იგი იქნება ხალხის სამსახურში და გააგრძელებს იმ კეთილ საქმეებს, რომლებსაც ყოველთვის აკეთებდა. მინდა მას ვუსურვო წამრატებები" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ და ნუგზარ სურმანიძესთან ერთად მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მუხლჩაუხრელი შრომისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2012 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 7,503,000 ლარს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 90 %-ით გაიზარდა და 2016 წელს შეადგენს 14,057,940 ლარს. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამები. 2012 წელს სამინისტრო ახორიელებდა 11 პროგრამას, ხოლო 2016 წელს ახორციელებს 23 პროგრამას. 2013-2016 წწ სამინისტრომ მიზნობრივი ჯგუფებისათვის გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დანერგა სოციალური დაცვის სფეროში, შეიმუშავა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. კერძოდ, შეამცირა თანაგადახდა პაციენტების სასარგებლოდ.
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)