01:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 11:03:15, 606 ნახვა

საზოგადოება
დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის დედა უვადო შიმშილობას იწყებს

გონიოში დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის, იაგო შარაძის დედა უვადო შიმშილობას იწყებს. აღნიშნული განცხადება მან  ძებნის შეჩერების თაობაზე, თურქული მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე გააკეთა.

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს:

„დღეიდან, მე,  იაგო შარაძის დედა, უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო,“ - განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ "კურიერთან" საუბრისას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics