13:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 20:04:44, 747 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა. მხარეებმა  განიხილეს ბოლო პერიოდში გააქტიურებული საქართველო–გერმანიის  ურთიერთობების ძირითადი საკითხები.

გიორგი კვირიკაშვილმა გერმანელ პოლიტიკოსს  გააცნო საქართველოს სწრაფი განვითარების 4–პუნქტიანი გეგმა. საუბარი შეეხო ბოლო წლებში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმებით და დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან.

კნუტ ფლეკენშტეინმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა  და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესებისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სრულად და ზედმიწევნით შეასრულა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ამოცანა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედებას.

მხარეებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics