|
2016-08-29 22:11:10, 764 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” ნაცმოძრაობის ტრადიციების გამგრძელებელია
“რესპუბლიკური პარტია” ნაცმოძრაობის ტრადიციების გამგრძელებელია" - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. ინაშვილის განცხადებით, მას ძალიან სურს "პოლიტიკაში ახალი სისხლი, ახალი ადამიანები შემოვიდნენ". “მე მაგალითად, ვიცოდი რა, რომ პარტიას ეს ნომერი ეკუთვნის, ბრძოლას კი არ დავუწყებდი, არამედ მხარს დავუჭერდი, მაგრამ ასე არ აზროვნებენ და ქართულ პოლიტიკაში ჭაობი ამიტომაც არის. არის ძალიან დიდი კასტა, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს აზის და იქ არავის უშვებს. ძალიან მინდა, პოლიტიკაში ახალი სისხლი, ახალი ადამიანები შემოვიდნენ და ეს ჭაობი ოაზისად გადაიქცეს”, - განაცხადა ინაშვილმა. მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციების გამგრძელებელია. “რესპუბლიკური პარტია” ნაცმოძრაობის ტრადიციების გამგრძელებელია. ვის უნდა დაუძახოს რუსეთის აგენტი და პრორუსი დავით უსუფაშვილმა, რომელიც 9 აპრილის მერე პარტიაში დარჩა და კიდევ ახალ საბჭოთა კონსტიტუციას წერდა?! ეს ხალხი, რომელიც კომუნისტური პარტიის იდეალებს ემსახურებოდა, მე, ირმა ინაშვილს პრორუსს მეძახის. ეს “პროები” საკუთარ პარტიაში მოიკითხონ ძმებ სტუკაჩოვების თამადობით, რომლებიც “პაგონებს” ბალიშის ქვეშ ინახავენ, თორემ მე და ჩემი გუნდი აფხაზეთშიც ვიბრძოდით და სამაჩაბლოშიც, რომ ჩვენი მიწა დაგვეცვა. იმ რუსულ ძალას და ტანკებს კიდევ ჩვენ დავუდგებით წინ, თორემ ისინი მათთან დასახვედრად, ცხინვალთან წითელი დროშებით გაცვივდებიან”, - განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა. როგორც მან აღნიშნა, “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შესვლისთანავე შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” საქმიანობას შეისწავლის. “კომისია შეისწავლის, როგორ გააყალბეს მათ საგარეჯოს არჩევნები და ყველა დაისჯება. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუ რა ელის “რესპუბლიკურ პარტიას”, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტში არ იქნება, რადგან ბარიერს ვერ გადალახავს”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)