|
2016-08-29 15:09:34, 698 ნახვა
საზოგადოება
ნატა ფერაძე: დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციას დავაანონსებთ
მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებლის ნატა ფერაძის განცხადებით, გარემოსდამცველები მერიის წინ ყოველდღე 6-და 9 საათამდე აქციებს გამართავენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფერაძემ განუცხადა, პირველი მასშტაბური აქცია დღეს დაანონსდება. „ყოველდღე, საღამოს 6-დან 9 საათამდე ვიქნებით მერიასთან და ხელმოწერებს შევაგროვებთ. დღეს საღამოს მასშტაბურ აქციას დავაანონსებთ. ჩვენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ვიყავით და დაჩქარებული წესით შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, რომ მერიის წინ კარვების დადგმის უფლებას არ გვაძლევენ. თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ბრძოლას გავაგრძელებთ, რომ კარვების დადგმის უფლება გვქონდეს. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია და ამ სამსახურის თავმჯდომარისა დ ამისი მაოდგილის გადაყენება არ მოხდება. დავით ნარმანიას განცხადება, რომ მას სიტუაციის დამარეგულირებელი გეგმა მზად აქვს, არის მიუღებელი. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს კარგი გეგმაა, მაგრამ ამ გეგმის დამტკიცებამდე აუცილებლად უნდა გავეცნოთ მას. ნარმანია მონოლოგის რეჟიმშია და კარგი იქნება თუ ეს პროცესი მონოლოგის რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებს ფერაძე. შეგახსენებთ, რომ „პარტიზანმა მებაღეებმა“ მერიასთან პროტესტის გამოხატვა 17 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ მერიის ნებართვით ხეების მოჭრა დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან წასვლაა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)