|
2016-08-26 16:25:29, 815 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ივანიშვილი და ნარმანია პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხალხს ატყუებენ
"ივანიშვილი და ნარმანია პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხალხს ატყუებენ" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადეს. მისი განცხადებით, მერი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მოსახლეობას, ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ქალაქს. "მერი, რომელიც კი არ აგვარებს, არამედ პრობლემებს ქმნის, მერი რომელიც მოსახლეობას ატყუებს და რომელიც ხალხმა აირჩია, მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს. ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ქალაქს და გამორიცხულია რომ ნარმანიამ საკუთარი საქმიანობა გააგრძელოს. ეს ქალაქისთვის დამღუპველი იქნება და სწორედ ეს არის მთავარი. აქ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე არ არის საუბარი, როდესაც ნარმანიამ მოშიმშილეებს მიაყენა შეურაცხყოფა არამედ ზოგადად მერს არ უნდა ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. ნარმანიას არც ერთხელ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. მთავარი პრობლემა არა გამწვანების და ეკოლოგიის სამსახური, არამედ ნარმანიას და ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემაა. ეს ადამიანები პრობლემების მოგვარების ნაცვლად ხალხს ატყუებენ", - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, მერის გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მესამე სექტორი შეიკრიბა. აქცია თბილისის საკრებულოსთან მიმდინარეობს. ისინი თბილისის მერიისა და დავით ნარმანიას მუშაობას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)