08:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 15:36:58, 679 ნახვა

პოლიტიკა
გორის გამგებელი: ჩილინდრიშვილებს მოსავლის ასაღებად ხუთსაათიანი ვადა მისცეს

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, სოფელ სობისში მცხოვრებ ჩილინდრიშვილს ოჯახის მოსავლის ასაღებად 5-საათიანი ვადა მისცეს.

„ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, ჩილინდრიშვილების ოჯახს მოსავლის ასაღებად 5-საათიანი ვადა მისცეს. ეს დრო სავსებით საკმარისია, რომ ოჯახმა მოსავალი აიღოს და დააბინაოს. მომავალში რა იქნება, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ მოსავლის დაბინავებაზე მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს ონიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ შეიარაღებულმა პირებმა გორის რაიონ სოფელ სობისის მკვიდრის შალვა ჩილინდარაშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის ნაწილი აიღეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics