|
2016-08-25 12:53:20, 669 ნახვა
საზოგადოება
მიმინოშვილი: აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ წინასწარი ინფორმაცია ძირითადად არ შეცვლილა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაცია სმს-ს საშუალებით მიიღეს, ისინი დღეს სრულიად განსხვავებულ პასუხს არ მიიღებენ. მიმინოშვილის თქმით, ნამდვილად არასწორია ინფორმაციის ასე ფორმულირება, რომ აბიტურიენტებისთვის ცრუ ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი. „მე რამდენიმე ინფორმაცია წავიკითხე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გამოცდების ეროვნული ცენტრი უგზავნიდა ვინმეს ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. სმს-ები გახლავთ დამატებითი სერვისი. ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია იქნებოდა 25 აგვისტოს. ეს დამატებითი სერვისი გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ. აპელაციის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიღებთ დაახლოებით ორ დღეს, რათა დავაზუსტოთ ყველა ინფორმაცია, მცირე ცვლილებაც კი, აქედან გამომდინარე ჩვენ არაერთხელ ვატრიალებთ ჩარიცხვის პროგრამას და ეს პროგრამა ტრიალდება დამოუკიდებლად”, - განაცხადა მიმინოშვილმა. ამასთან, მანვე განმარტა, რომ ის რაც ორი დღის წინ მოხდა გაუგებრობაა. „23:00 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, სწორედ ამ დროს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სმს-ების სერვისი არ იყო გამორთული, აი, ამ დროის განმავლობაში, როდესაც რამდენიმა სმს გამოაგზავნა, მისთვის ხელმისწავდომი გახდა პირველადი ჩარიცხვის ინფორმაცია. ბუნებრივია, შემდეგ ეს სერვისი გამოვრთეთ და აღდგა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. რის შემდეგაც აბიტურიენტებისთვის ჩარიცხვები ხელმისაწვდომი აღარ იყო”, - განაცხადა მიმინოშვილმა. გარდა ამისა, მიმინოშვილის განცხადებით, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ეს გავს იმას, რომ სამზარეულოს კარი უბრალოდ მიხურო, არ დაკეტო და იმ სამზარეულოში აბიტურიენტი შემოვიდეს და წინასწარ მოინდომოს ინფორმაციის მიღება. მცირედი ცვლილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ საგრანტო კონკურსს, ჩარიცხვებთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც ნახეს, პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით რამდენიმე აბიტურიენტს დაემატება გრანტები, რამოდენიმეს ის გრანტი რაც პირველადი შედეგით ჰქონდათ შეუმცირდებათ. ასეთი აბიტურიენტი არის დაახლოებით 50”, - აღნიშნა მიმინოშვილმა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)