08:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 16:47:32, 842 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებაზე მსჯელობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებაზე მსჯელობს.

სხდომას საარჩევნო კომისიის წევრი პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან, ხოლო პარტიების ზოგიერთ წარმომადგენელს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რადგან ისინი წევრები არ არიან და არც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნიათ. 

ცნობისთვის, "ახალი მემარჯვენეები" და "პატრიოტთა ალიანსი" ითხოვს, რომ საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე წილისყრა არ ჩატარდეს. აღნიშული პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე მინიჭებული აქვთ 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების შედეგად საარჩევნო ნომერი და გასულ წლებშიც ამ ნომრით იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრები კი ითხოვენ სწორედ წილისყრით მოხდეს საარჩევნო ნომრების მინიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. 

შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ინფორმაციით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, მიკერძოებულად, წილისყრის გარეშე რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics