20:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 15:16:07, 679 ნახვა

საზოგადოება
ზაქარია ქუცნაშვილი: სოსოს უყვარს მთა და ის გულს ჩადებს ტურიზმის განსავითარებლად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს  ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ მმართველი გუნდის თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მთიანი რეგიონის განსავითარებლად აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება.

 „ ვფიქრობ, სოსო ჯაჭვლიანის მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს  ხელმძღვანელად დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა. სოსოს მთა უყვარს და ის გულს ჩადებს მთაში ტურიზმის განსავითარებლად. სოსო მთის მოყვარული კაცია და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.  ზოგადად, მე, როგორც თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გეტყვით, რომ მთა საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი ძეგლებით,  კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობით. აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, რათა მთაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი  მოვიზიდოთ - კონკრეტულად, საუბარი მაქვს საავტომობილო გზებზე, ხიდებსა და ბოგირებზე.  აქედან, საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დავხარჯოთ მთის რეგიონის განსავითარებლად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.  აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.                          





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics