|
2016-08-24 09:37:06, 550 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ოლიმპიელებზე საუბრით დაიწყო. კვირიკაშვილმა ქართველ სპორტსმენებს რიოს ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობისთვის, მადლობა გადაუხადა: „მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო ყველასთვის, ჩვენთვის საამაყო სიტყვებით, დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს, ასეთი წარმატებული ასპარეზობით, 7 მედალი და აქედან ორი ოქროს მედალი არის ძალიან სერიოზული შედეგი, არც ერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს და მართლაც ყველაფერი დადეს ბრძოლის ველზე იმისთავის, რომ ღირსეული ყოფილიყო მაქსიმალური შედეგი, მინდა მთელი ქვეყნის სახელით რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ყველა მწვრთნელს, ოლიმპიურ კომიტეტს, და რა თქმა უნდა სპორტის სამინისტროს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ოლიმპიელს, მინდა გულწრფელი, დიდი მადლობა გადავუხადო . მართლაც მთელი საქართველო ერთი სუნთქვით გულშემატკივრობდა ყველა მათგანს, თქვენ არ იცით აქ რა ხდებოდა, და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ ამ შედეგით”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)