|
2016-08-23 13:55:26, 609 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა
,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქეთევან ენუქიძე იქნება, რომელიც არის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლიტერატურათმცოდნე, და მკვლევარი. თანამშრომლობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან, მუშაობს ლექსმცოდნეობის საკითხებზე. არის ვერსიფიკაციაში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ასევე ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ განათლების პროგრამის თანაავტორი. დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ლევან ჯამალაშვილი იქნება. "ის მუშაობდა წითელწყაროს მელიორაციის სამმართველოში, რაიონის ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე: მთავარ სპეციალისტად, სამსახურის უფროსად, გამგებლის მოადგილედ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარედ და სხვა. აქვს სამეურნეო დარგში მუშაობის გამოცდილება: იყო სოფელ კოტაანის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, „დედოფლისწყარო რაიგაზის“ უფროსი. არჩეული იყო რაიონის საკრებულოს წევრად და მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ. იყო საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და საკრებულოს ფრაქცია „დედოფლისწყაროს“ თავმჯდომარე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ დავითაშვილი იქნება. "მალხაზ დავითაშვილი მუშაობდა თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარ ბუღალტრად. იგი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილების სოციალური აგენტი, მთავარი სპეციალისტი. სოციალური მომსახურეობის კონტროლის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის სოციალური აგენტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მთავარი სპეციალისტი. გახლდათ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მან 2014 წელს დატოვა ‘’ქართული ოცნების’’ რიგები და შემოუერთდა ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’. არის კარგი ეკონომისტი და ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმუშავებს ქვეყნის ეკონომიური განვითარების საკითხებზე", - განაცხადა პარტიის ლიდერმა. საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოლეგ არჯევანიძე იქნება. "ის არის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. არჯევანიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ოლეგი იყო შპს ,,ბაჯითის“ დირექტორი და დარკვეთის ,,საშენ მასალათა კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მან ოქროს მედალზე დაამთავრა ჭიათურის 129-ე ტექნიკური სასწავლებელი და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. ოლეგ არჯევანიძე არის,,თავისუფალი დემოკრატების“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. შემდეგ აქტიურად მონაწილეობა არჩევნებში, რამდენჯერმე იყო საოლქო და საუბნო კომისიის წევრი. იგი გააძლიერებს აგრალურ საკითხზე მომუშავე ჯგუფს. მისი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)