|
2016-08-22 09:35:09, 783 ნახვა
პოლიტიკა
"ქართულ ოცნებას" ხობში ირაკლი ბერაია წარმოადგენს
„ქართულ ოცნებას" ხობში ირაკლი ბერაია წარმოადგენს, - მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტი და ფინანსისტია და მას კომერციულ საბანკო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ბერაია, რომელმაც ბანკ „ქართუში" მუშაობა რიგით თანამშრომლად დაიწყო, დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორია. პრემიერის შეფასებით, იგი ბანკში ძალიან გამოკვეთილი ლიდერია. "დარწმუნებული ვარ, ის თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის პოზიციიდანაც, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, იგი არც ერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კანდიდატს წარმატება უსურვა. პრემიერმა, ხუმრობით ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სენაკსა და ხობში ჰყავს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი და ორივე მათგანის სახელია ირაკლი ბერაია. "ალბათ, ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია. მინდა, წარმატება ვუსურვო ირაკლის. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი მომავალ პარლამენტში",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ძალიან მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა პრემიერმა გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილება, ხობის რიონის მაჟორიტარი დეპუტატობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა და კარიერის ბიზნესში გაგრძელების შესახებ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გოდერძი ბუკიას ძალიან საინტერესო გეგმები აქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტის მიმართულებით, რომელთაგან რამდენიმე საპარტნიორო ფონდში განიხილება. "ამას რომ არ მოჰყვეს საუბარი, თითქოს უმრავლესობის დეპუტატი საპარტნიორო ფონდის რესურსებს იყენებს, გოდერძი ბუკიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობისგან. ბატონი გოდერძი რჩება „ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად და ჩვენი გუნდის წევრად. რა თქმა უნდა, ის საინტერესო პროექტები, რომლებიც მას გააჩნია, მათ შორის ხობის რაიონშიც, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მმართველ გუნდს, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობის გასამართლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს. "ჩემი მთავარი მიზანია კომუნიკაცია თითოეულ ხობელთან, თითოეულ ოჯახთან, რათა ჩვენს გუნდთან ერთად, მივიტანოთ მათი პრობლემები პარლამეტში",-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)