|
2016-08-20 14:31:57, 665 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: "ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ, უკვე აქ იცავდით "ქართული ოცნების" ინტერესებს, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ დმანისში მოსახლეობას. როგორც კალაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან არჩეული გზა, "ქართულმა ოცნებამ" ღირსეულად გაიარა. "მინდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენგანს. მადლობა პარტიის თავმჯდომარეს, თითოეულ წევრს, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც მზად არის, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, ჩვენ ხალხს. დარწმუნებული ვარ, იმ გზას, რომელიც ჩვენ 2012 წელს თქვენთან ერთად, სრულიად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დავიწყეთ, ღირსეულად გავივლით",-აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო სიძნელეები, თუმცა ეს ბარიერები გადალახულია. "დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას თავს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახლის საკეთილდღეოდ. უარავი პროექტი, უამრავი პროგრამა იქნა განხორციელებული, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. ჩვენი ერთსულოვნებით, ერთად დგომით ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ. ზუსტად პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები იყოს ეტაპობრივად მოგვარებული და რა თქმა უნდა თქვენთან ერთად. მინდა, კახა ოქრიაშვილს ვუსურვო წარმატებები. არწმუნებული ვა, ჩვენი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამარჯვება, ჩვენი აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად სააქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კლეთილდღეობასთან", - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დმანისს ეწვია და მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)