|
2016-08-19 15:27:53, 677 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ჩვენ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ქვეყანა უნდა ავაშენოთ
„ჩვენ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ქვეყანა უნდა ვაშენოთ, მაგრამ ამასთანავე დამნაშავეები უნდა დავსაჯოთ“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინაშვილის განცხადებით, ის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც ქვეყანაში ძალადობრივი სისტემა შექმნეს. „ჩვენ უნდა ავაშენოთ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული ქვეყანა, მაგრამ ამასთანავე დამნაშავეები უნდა დავსაჯოთ, რომლებმაც ძალადობრივი სისტემა შექმნეს. ამიტომ ჩვენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან ფერმერებიც, პედაგოგებიც, მეცნიერებიც, სპორტსმენებიც, ჟურნალისტებიც. ფართო სპექტრია და ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ არავის არ ვახარისხებთ“,-აღნიშნა ინაშვილმა. ამასთან, ინაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების განათლებასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროფესიის მიხედვით დახარისხება არ ხდება. „ჩვენ არ ვახარისხებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პროფესიის მიხედვით. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია მათი ცოდნა, გამოცდილება, წესიერება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად არჩევენ ეს ადამიანები თეთრს შავისგან. იმიტომ რომ თავის დროზე ჩვენ ამან პრობლემა შეგვიქმნა. იგივე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ადამიანების ნაწილი სახელმწიფო ჩინოვნიკებიც იყვნენ, მაგრამ თეთრს შავისგან ვერ არჩევდნენ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის რამდენად იყვნენ დაპირისპირებული ეს ადამიანები თავის დროზე იმ რეჟიმთან, რა რეჟიმიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა.მაგალითად, დღეს, ჩვენ რუსთავში წარვადგინეთ თორნიკე არევაძე პოლიტპატიმარი. რუსთავში მთელი ამ წლების განმავლობაში დაპირისპირებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან და მმართველობასთან. ამითი ჩვენ ხაზს ვუსვამთ მთავარ მომენტს. ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ გვინდა, რომ მეორედ ის სისტემა და ის ძალადობრივი სქემა ამუშავდეს, რასაც საფუძველი სააკაშვილმა ჩაუყარა“,-განაცხადა ინაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)