|
2016-08-19 13:44:18, 711 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა
აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მკვიდრმა, ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა. მეურნეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და პროეტქების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს. ფერმერი ზაზა ხარჩილავა პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. თხილის სანერგე მეურნეობის შექმნისთვის ბენეფიციარმა განახორციელა 23 000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც ნახევარი - 11,500 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან მიიღო. 1.03 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობაში 25 600 ადგილობრივი ჯიშის (ანაკლიური) თხილის ნერგია გამოყვანილი. ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2 სანერგე მეურნეობაა დაფინანსებული. ქვეყნის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში ხეხილის ახალი ბაღები 1,478 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,5 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: (NS)
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)