03:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 21:36:15, 891 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს

საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ ბლოკის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და საერთო ფასეულობები, მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებები, უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები და გამოცდილება საქართველოს კეთილდღეობისათვის.  

„დღეს არის მოცემულობა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ არჩევანი. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იმსახურებს არჩევანს ცუდსა და აურესს შორის, „ქართულ ოცნებასა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, საქართველო იმსახურებს ახალ, უკეთეს მომავალს. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.  ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მისი საქმიანობის დადებით შედეგებს. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს მის გარშემო ყველა პროდასავლური ძალა და მართლაც ერთიანი, მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics