15:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 16:18:19, 723 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში 22 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა მოიხსნა

დიდუბის რაიონში, 22 მისამართზე, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. თბილისის მერიის იფორნაციით, 21 მისამართზე მთლიანად განახლდა წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი, ხოლო 1 მისამართზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. 

სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ძლიერი ნალექების დროს, სანიაღვრე კოლექტორი ვერ ატარებდა მოვარდნილ ნიაღვარს, რის გამოც ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები იტბორებოდა. 22 მისამართზე განხორციელებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „b&b-მ“ და შ.პ.ს „ენ ეს გრუპმა“ 288 673 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულეს. 

​დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ, 14 მისამართზე უკვე დააგო ასფალტის საფარი, დანარჩენ 8 მისამართზე კი ეტაპობრივად დაიგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics