|
2016-08-16 09:53:06, 740 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა განხორციელდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამარტივებული შესყიდვით ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობის საკითხს განიხილავენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება. „გამოგვაქვს გამარტივებული შესყიდვა ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობისთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც იქ მოსახლეთა დამაგრებისათვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მთლიანად რაჭაში ტურიზმის განვითარებას და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავასრულებთ აეროდრომის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და წლის ბოლოსთვის დასრულდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. შესაძლოა ტერმინალის იმ მდგომარეობდამდე მიყვანაც, რომ იქ მგზავრების მიღება მოხერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროექტი ჩქარა განხორციელდეს და გამარტივებული შესყიდვით გამოგვაქვს აეროდრომის მშენებლობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 23 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ არსებულ 4 მიმართულებას 7 დაემატება: „დიდი იმედი გვაქვს, წელს ჩვენ მივიღებთ ასევე უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილებას და ეს ორი მოვლენა კონტექსტში მოგვცემს იმას, რომ ქუთაისიდან ჩვენ გვაქვს უკვე დღეს 4 მიმართულება ევროპის მიმართულებით, დამატებით 7 მიმართულება, ჯამში იქნება 11 მიმართულება და ფაქტობრივად, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის შესაძლებლობას. ასევე გამოგვაქვს დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მოსამსახურებლად“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)