14:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 14:55:54, 997 ნახვა

საზოგადოება
კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს.

ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა ღია ცის ქვეშ, კრაკოვის ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე იგეგმება. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდება, მოედანზე შეკრებილი ტურისტებისთვის კი ქართული ცეკვების მასტერკლასი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებული ვიქტორინები, გათამაშებები და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. 

ლიტვაში გამართული ღონისძიება გაგრძელებაა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის, რომელიც სამიზნე ქვეყნების დიდი ქალაქებში „აჭარის დღეების“ გამართვას ითვალისწინებს. დღემდე დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკში, ვარშავასა და კლაიპედაში გამართა. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics