|
2016-08-12 15:15:35, 667 ნახვა
საზოგადოება
კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ. მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული. ჩვენ გავაკეთეთ საფუძვლიანად 6,4 კმ გზა - კოჯრის ცენტრიდან სამადლომდე. მნიშვნელოვანია ის, რომ დაიგო არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ მოეწყო სანიაღვრე სისტემა, გაკეთდა 15-ზე მეტი ხელოვნური ნაგებობა, წყლის ასაქცევი სისტემები, ისე რომ ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივ ვადიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ის, რომ სეზონზე, როცა აქეთ მოძრაობის ინტენსივობა იზრდება, საგზაო სამუშაოები დავასრულეთ, შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეები დღეიდან კომფორტულად და თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა: მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ, წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებით ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე, მწყობრიდან გამოვიდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალი მასალისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები, შესაბამისად, გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოეწყო საინჟინრო ნაგებობები - აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯა.
(NS)
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)