|
2016-08-10 18:37:53, 1247 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ამომრჩეველთა გასააქტიურებლად ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია ”შენი ხმა ჩვენი მომავალი” დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა გასააქტიურებლად ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია ”შენი ხმა ჩვენი მომავალი” დაიწყო. პრეზიდენტმა კამპანია ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში გახსნა და ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 ქალაქში მოეწყობა, სიტყვით მიმართა. „დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ უნიკალური მისიისთვის, რადგანაც ყოველი მოქალაქე არის ვალდებული ამავე დროს შექმნას თავისი სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ გამოწვევებში. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ თხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, არც თქვენი კანდიდატისთვის, თქვენ ერთადერთს გააკეთებთ - თხოვთ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან როგორც მომავალი საქართველოსი. თქვენ გააკეთებთ ამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)