|
2016-08-10 15:12:47, 684 ნახვა
პოლიტიკა
კელი: ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრა
ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრა, - ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ელჩის თქმით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და გადაწყვეტილება მთავრობის ჩარევის გარეშე მიიღო „ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორი უნდა იყოს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ეს კონსტიტუციაში. ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა, მან მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი ჩარევის გარეშე მთავრობისგან, თუ დიპლომატიური კორპუსისგან“, - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა არ გაიზიარა და რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)