|
2016-08-10 13:14:58, 765 ნახვა
პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია რეფერენდუმთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება
რესპუბლიკური პარტია რეფერენდუმთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება. როგორც "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება თანხვედრაშია სარეფერენდუმო საკითხის შესახებ პარტიის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციასთან. ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება - გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა. " დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტს, მაგრამ კანონის მიხედვით, რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე ვალდებული ვარ, დავიცვა ქვეყნის ერთიანობა. საქართველოს 20%-ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ორი ტერიტორია რუსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს რეფერენდუმი დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს. ამასობაში, კანონში წერია , რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კანონი კრძალავს კონსტიტუციის ცვლილებას სარეფერენდუმო გზით." - განაცხადა პრეზიდენტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)