|
2016-08-09 17:48:29, 779 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ქუვეითის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ქუვეითის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ალ სეჰაიანთან (Mubarak Al-Sehaijan) გამოსამშვიდობებებილი შეხვედრა გამართა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა ასევე საქართველოსა და ქუვეითს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები, მათ შორის ურთიერთვიზიტების განხორციელება და სამართლებრივი ბაზის განვითარება განიხილეს. ქუვეითის მხარემ კიდევ ერთხელ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)