11:32 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 12:08:45, 608 ნახვა

საზოგადოება
ეუთოს წარმომადგენელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

"აღნიშნულ კონტექსტში, ქალბატონი მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და გაღრმავებას და შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს. თავის მხრივ, დუნია მიატოვიჩმა მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები.

წერილში ქალბატონი მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისში გამართული რიგით მე-13 სამხრეთკავკასიური მედიაკონფერენციის მასპინძლობისთვის. ეუთოს წარმომადგენელი განსაკუთრებით მადლიერებას გამოთქვამს კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრისათვის.

6-7 ივლისს თბილისში გამართულ მე-13 სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ჟურნალისტმა, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, მათთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმა ბოსნია ჰერცეგოვინიდან, რუსეთის ფედერაციიდან და დიდი ბრიტანეთიდან",-ნათქვამია საგარეო საქემთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics