21:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 14:40:07, 918 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვთხოვ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ურჩევს, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, თუ რატომ არის შენელებული დასავლეთის სვლა საქართველოსკენ.

როგორც უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს არც ერთი არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ.

"მე ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას,  შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა. საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუნელებია დასავლეთისკენ სვლა. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი  შიდა პრობლემებით, ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ,  თუმცა ამის გამო არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ",-აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics