|
2016-08-08 11:31:13, 893 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: სუს-ის შესახებ კანონპროექტში, ჩემი აქტიური მუშაობით, ბევრი რამ შეიცვალა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიღებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. როგორც „ექსპრესნიუსს“ ხმალაძემ განუცხადა, კანონის მიხედვით, "სუს-ის წარმოამდგენელს აღარ აქვს უფლება ცხვირი ჩაყოს სხვა ადამიანების სამქიანობაში, რასაც ე.წ. „ოდეერი“ აკეთებდა". „ეს კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა და ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სერიოზულად გადამუშავდა. ამ პროცესში მეც ვმონაწილეობდი და კანონპროექტში ბევრი რამ შეიცვალა. იქ ეწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, იმ დაწესებულებებში, სადაც რისკის შემცველი ფაქტორებია, თავისი ოფიცრები დანიშნოს. კონკრეტულად, ჩემი აქტიური მოქმედების შედეგად, ეს ნორმა საერთოდ გავაუქმეთ და ამის ნაცვლად, კანონში ჩაიწერა, რომ მთავრობამ უნდა განსაზღვროს ის სუბიექტები, სადაც საფრთხის მაღალი ხარისხი არსებობს. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო სამართლის იურიდიული პირი, მაგალითად, თბილისის წყალმომარაგების სამსახური, სადაც უსაფრთხოების მაღალი ხარისხი უნდა იყოს, რათა ხალხის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. ამ ნუსხის განსაზღვრის შემდეგ, სუს-მა უნდა დაადგინოს თუ როგორ დაიცვას იქ უსაფრთოების რეჟიმი. კანშო ასევე წერია, რომ ორგანიზაციას აქვს უფლება, სუს-ს მიმართოს უსაფრთხოების დაიცვის მიზნით. თუ სუს-ი ამ ყველაფერს დაეთანხმება, მათ შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომლითაც მხარეების ვალდებულებები იქნება განსაზღვრული. ეს ყველაფერი არის ტექნიკური უსაფრთხოება და არ ნიშნავს, რომ სუს-ის წარმომადგენელს აქვს უფლება ცხვირი ჩაყოს სხვა ადამიანების საქმიანობაში, ის რასაც ე.წ. „ოდეერი“ აკეთებდა“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს „რესპუბლიკელებიც“ უჭერდნენ და ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად ვახტანგ ხმალაძესთან თანამშრომლობდნენ.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)