|
2016-08-05 17:47:58, 711 ნახვა
საზოგადოება
სერჟანტთა მომზადების ცენტრში სპორტული ღონისძიება გაიმართა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად სიმბოლური სპორტული ღონისძიება მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ხუთ სახეობაში - ჰანტელის აზიდვაში, ძელზე მიზიდვაში, მიწიდან აზიდვაში, მეხანძრის მეთოდით დაჭრილის გადაყვანის იმიტაციასა და 5 კილომეტრ მანძილზე სირბილში შეეჯიბრნენ. ოფიცრების, სერჟანტ-ინსტრუქტორების და მსმენელებისგან დაკომპლექტებულ ოთხ გუნდს შესაბამისი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. გამარჯვება ათეულის მსმენელებისგან შედგენილ მესამე გუნდს ერგო, სიმბოლური საჩუქარი - გარდამავალი თასიც, სწორედ, მათ გადაეცათ. სპორტული ღონისძიებები სამხედრო დანაყოფებში რეგულარულად იმართება, მისი მიზანი სამხედროების მოტივაციის გაზრდა, გუნდური მუშაობის დანერგვა და ჯარში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)