10:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 11:15:00, 725 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება

დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, მარნეულში  შესყიდულ ახალაშენებულ კორპუსში  საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში,  რუსთაველის ქუჩაზე სამინისტრომ 50 ბინა შეიძინა. საცხოვრებელი ფართები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

უწყების ინფორმაციით, განაცხადები მიიღება 8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.

ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics