07:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 12:40:05, 601 ნახვა

საზოგადოება
სექტემბერში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ქართული ენერგეტიკისთვის სამ უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

2016 წელი ქართული ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტებით გამორჩეული წელია. სექტემბრის თვეში ენერგოსისტემას კიდევ სამი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური შეემატება.

აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი ქვესადგურის, „ქსანი-500“-ის სრული რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და განხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა.

მეორე პროექტი, რომელიც ასევე აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება, ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობაა. ქვესადგური იქნება დახურული ტიპის, რაც ქვესადგურის მორიგე-ოპერატიული პერსონალის გარეშე ფუნქციონირებას და მის სრულ დისტანციურ მართვას გულისხმობს.პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე გენერაციის ობიექტებიდან სიმძლავრის გამოტანას და სომხეთთან სამომავლოდ დაგეგმილი სატრანზიტო კავშირის განხორციელებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სსე ახორციელებს, გულისხმობს ახალი, ქვესადგურის "ჯვარი-500" მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა, განხორციელდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის საჭირო სიმძლავრით უზრუნველყოფა და მდინარე ენგურის აუზის პერსპექტიული ჰესების სიმძლავრის გატანა თურქეთში. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სამივე პროექტის დასრულებას სექტემბრის თვეში გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics