16:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 16:19:25, 577 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრა გამართა , რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

 უწყების ინფორმაციით, მხარეებმა  საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიცირებაზე მზაობა დაადასტურეს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

 მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულების დიდ მნიშვნელობაზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.

 მინისტრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ მეგობრობას და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics