|
2016-07-29 15:22:25, 551 ნახვა
საზოგადოება
ხიდაშელი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლებსა და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლებსა და ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა მათთან ერთად სოფელ დიღომში მდებარე ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც უახლოეს ხანში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სასტუმრო-სარეაბილიტაციო სახლი აშენდება. უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ფონდს მიწა მთავრობამ გამოუყო. სამხედრო მოსამსახურეები კი დღეს ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ. „თავდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, დაეხმაროს „ბერი ანდრიას ფონდს“, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ. კარგა ხანია, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფონდს ტერიტორია გადაეცა. ჩვენი ახალგაზრდების სურვილი იყო და გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღე დავეხმაროთ მათ ტერიტორიის დასუფთავებაში. მადლობა მინდა ვუთხრა სამხედროებს, რომ მუდმივად ასეთი ენთუზიაზმით ეხმარებიან ამ ბავშვებს. მათი სიცოცხლის გადარჩენა ყველა ჩვენგანის საქმეა“,- განაცხადა მინისტრმა. “ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება და ბავშვთა მკურნალობის, მათი რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. (NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)