|
2016-07-28 23:19:27, 598 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიო დე ჟანეიროში მომავალ კვირას გაემგზავრება და ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად გაემგზავრება და მისი ვიზიტი, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებსაც ითვალისწინებს. „ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ რეგიონში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა იმ საკითხში, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის არაღიარების მიმართულება ჰქვია. საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ოლიმპიური თამაშები ეს არის ის უნიკალური ფორმატი, სადაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური იყრის თავს, მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც არ გვაქვს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსიური გაცვლა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება უაღრესად დატვირთული ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ცერემონიულ ნაწილს - ოლიმპიური თამაშების გახსნას, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არაღიარების პოლიტიკაში მეტი მხარდაჭერის მოპოვება გვსურს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)