04:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 11:23:08, 731 ნახვა

საზოგადოება
NDI - ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა

NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.

კითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, ხუთეულში პირველი და მეორე ადგილი  „სამუშაო ადგილებსა“ და „სიღარიბეს“ უჭირავს. შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.

ჩამონათვალში ასევე მოხვდა საკითხები: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებები, ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, კრიმინალი, საკუთრების უფლება, კორუფცია, მედიის დამოუკიდებლობა, ციხეები/პატიმრები, უმცირესობათა უფლებები და სხვა.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics