04:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 12:30:21, 721 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა

22-25 ივლისის ჩათვლით, რუმინეთში,  ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადა გაიმართა.  ოლიმპიადაში წელს საქართველოდან ინფორმატიკის ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას.

ოლიმპიადის ფინალში ცენტრალური ევროპის 12 უძლიერესი გუნდი შეირჩა. რთულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა  ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენა და იგი 4 უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. ოლიმპიადაზე ნაკრებმა 3 საპრიზო მედალი დაიმსახურა და სარეიტინგო სისტემაში საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა.

ცენტრალური ევროპის წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს: ვერცხლი - გიორგი სხირტლაძემ (დემირელის კოლეჯი), ბრინჯაო - გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯი,მზიური) და ასევე ბრინჯაო - ბაკურ ცუცხაშვილმა (ქუთაისის 41-ე ფიზ.-მათ. სკოლა).  ნაკრებში სულ 4 წევრია და მათგან 3 დემირელის კოლეჯის, ერთი კი ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლეები არიან. გუნდის მეოთხე  წევრი ნუგზარ ჩხაიძეა (დემირელის კოლეჯი), რომელმაც წელს ასევე წარმატებით იასპარეზზა ოლიმპიადაზე და მცირედი დააკლდა მედლის მოპოვებას.

გუნდის ხელმძღვანელის  გოჩა მანდარიას განცხადებით, ეს ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატება და აღიარებაა. ბიჭები კვლავ აგრძელებენ მეცადინეობას და მომავალი ასპარეზობისთვის ემზადებიან, რომელიც პირველი აგვისტოდან აიღებს სტარტს.

აქტიური მეცადინების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება.  გუნდის ოთხივე წევრი იმედოვნებს, რომ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს და  მედლებით დაბრუნდება ქვეყანაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics