01:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 14:02:46, 574 ნახვა

საზოგადოება
მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, გიორგი ლომინაძის კი სტაბილურად მძიმეა

„მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გიორგი ლომინაძის  სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,-ამის შესახებ  „ექსპრესნიუსს“   დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ანჟელა ორჯონიკიძემ  ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად  დაშავებული მორაგბეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ექიმის განცხადებით, ლომინაძე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამასთან, როგორც ექიმმა აღნიშნა, გიორგი ლომინაძის  ორსული მეუღლე მძიმე დაზიანებებით  მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია და  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  გიორგი ლომინაძის მდგომარეობა  არის სტაბილურად მძიმე, მართვით სუნთქვაზეა და ასევე  რეანიმაციულ განყოფილებაშია. რაც შეეხება,  გიორგი ლომინაძის მეუღლეს, რომელიც ორსულია, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია, მძიმე დაზიანებებით, არასტაბილური ზემო დინამიკით რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.   მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, ასევე გადმოყვანილია მძიმე დაზიანებებით მართვით სუნთქვაზე და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველა პაციენტზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ადეკვატური სამედიცინო ჩარევა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანჟელა ორჯონიკიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics