|
2016-07-20 19:37:40, 673 ნახვა
საზოგადოება
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა. დეპარტამენტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. როგორც "ექსრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დეპარტამეტი აღიჭურვა ულტრათანამედროვე იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12.აპარატი ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მისი გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ პირველად საქართველოში განხორციელდა. „ულტრათანამედროვე იაპონური აპარატი, რომელიც დეპარტამენტმა შეიძინა, ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღებას შეძლებენ, რასაც დედაქალაქის მთავრობა აფასებს და მიესალმება. მნიშვნელოვანია, რომ ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ქართველი ექიმი გადამზადდა, რომლებსაც უკვე შეუძლიათ აღნიშნული აპარატით ურთულესი ოპერაციების ჩატარება - თბილისელები და არა მხოლოდ თბილისელები მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაივლიან და მიიღებენ უმაღლეს ხარისხს. მე გავეცანი აპარატის შესაძლებლობებს, ამ უნიკალური აპარატით სხვადასხვა სახის ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც დამეთანხმებით, რომ ამცირებს ფატალური შედეგების დადგომის რისკებს. ამასთან, გვაძლევს იმედს და ბუნებრივია, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვა და სამედიცინო სფერო’, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ენდოვასკულური ქირურგიის ახალ ეტაპს. ისტორიულად კლინიკა ენდოვასკულური ქირურგიის პიონერია. სწორედ აქ ამუშავდა საქართველოში პირველი კათეტერიზების ლაბორატორია. წლების განმავლობაში ქირურგიის ინსტიტუტი გახლდათ ფლაგმანი კარდიოლოგიური ინტერვენციებისა და კარდიოქირურგიის დარგში. ბოლო ხანს ან მხრივ საქმიანობა შეჩერებული იყო , მაგრამ უნიკალური ანგიოგრაფის შეძენის , შესაბამისი საოპერაციოს და კათეტერიზების ლაბორატორიის გამართვის შემდეგ,უკვე შესაძლებელია კარდიოქირურგიული, ენდოვასკულური ქირურგიის მომართულებების ხელახლა ამუშავება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მართვა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრს , სხვა შესაძლებლობებთან ერთად მიეცა ინსულტის მართვის სრულფასოვანიცენტრის გახსნის უნიკალური შანსი, რაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს დაიცავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან და მისი გართულებებისგან.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)