|
2016-07-18 19:16:09, 661 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდა აცნობეს. დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „მყარი, ჯანსაღი და სწორი ადრეული განათლება არის საფუძველი იმისა, რომ მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ წარმატებულები, განათლებულები, მოტივირებულები. ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, იყვნენ კონკურენტუნარიანები და პროფესიონალები საკუთარ საქმეში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად იქნეს შერჩეული ის მიდგომები, ის მეთოდები, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდა - განათლების საფეხურზე გამოვიყენებთ. მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, გამჭვირვალე, ინკლუზიური, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა. სწორედ, ახალი ხედვა, რეფორმა და მკაფიო საკანონმდებლო ნორმები მოგვცემს შესაძლებლობას ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას, ასევე დეპუტატების, გედევან ფოფხაძის და ოთარ ჩრდილელის მიერ იყო ინიცირებული. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)